საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის - კულება

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების პაკეტი მზად არის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა.
საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის, - წერს დმიტრო კულება.