აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო დიალოგი გაიმართება

12.02.22 10:21
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო დიალოგი გაიმართება

აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება. ორი ქვეყნის მთავარსარდლებს შორის კომუნიკაცია დღეს, 12 თებერვალს შედგება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სატელეფონო საუბრის გამართვა ამერიკულმა მხარემ ითხოვა.

დღესვე იგეგმება ვლადიმერ პუტინის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარი.