აშშ-ს შემდეგ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ კიდევ რამდენიმე ქვეყანა მოუწოდებს

აშშ-ს შემდეგ საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ კიდევ რამდენიმე ქვეყანა მოუწოდებს. მათ შორის არიან გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლატვია, იაპონია და სამხრეთ კორეა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, გამორიცხული არ არის რუსეთი უკრაინას თავს პეკინში ოლიმპიადის დასრულებამდეც დაესხას. მისი თქმით, რუსული ძალები ახლა არიან "მდგომარეობაში, როდესაც მათ სამხედრო ქმედების განხორციელება შეუძლიათ".