რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ნებისმიერ წამს შეიჭრას - ჯეიკ სალივანი
რუსეთი უკრაინაში შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიჭრას - აშშ აგრესორი ქვეყნის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. საგანგებო განცხადება თეთრ სახლში ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში გააკეთა.
ჯეიკ სალივანი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს მომდევნო 48 საათშო ქვეყანა დატოვონ. მისი განცხადებით, გამორიცხული არის პუტინმა უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა პეკინში ოლიმპიადის დასრულებამდე განახორციელოს.
უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი გზით მომდევნო 24 -იდან 48 საათის ფარგლებში. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი. ზუსტად არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ რისკი საკმაოდ მაღალია და მუქარა ახალა იმდენად მყისიერია, რომ ეს არის ის, რა ქმედებასაც ახლა საღი აზრი მოითხოვს. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ახლა ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც რუსეთი შეიძლება ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში, როგორც კი ვლადიმერ პუტინი ბრძანებას გასცემს. კომენტასრ არ გავაკეთებ ჩვენი სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებულ დეტალებზე, მაგრამ მინდა რომ ცხადად ვთქვა, რომ ოლიმპიადის დროს შეიძლება შეიჭრას მიუხედავად ბევრი სპეკულაციისა, რომ ეს შეიძლება მხოლოდ ლიმპიადის დასრულების შემდეგ გაეკეთებინა, - განაცხადა სალივანმა.