უკრაინა ომის ზღვარზეა - ექსპერტები "ოცნებას" სამხედრო ტექნიკის გაძლიერებას ურჩევენ

უკრაინა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. ბოლო ორი დღეა რუსეთი ქვეყნის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას აძლიერებს. აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის ინტერვენცია შესაძლოა, ნებისმიერ დროს განახორციელოს.
ბლოკირებულია შავი ზღვაც, სადაც რუსეთის 6 სადესანტო ხომალდია გაშვებული. ბლოკირებულია აზოვის ზღვაც, იქ სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.
რუსეთმა გუშინ ბელორუსია-უკრაინის საზღვართან სამხედრო საველე ჰოსპიტალიც განათავსა, რაც ასევე, უკრაინაზე თავდასხმის მანიშნებელია.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია. მათ თქმით, ასეთ დროს "ქართული ოცნება" სამხედრო ტექნიკის გაძლიერებას და რეგიონის უსაფრთხოებას უნდა ითხოვდეს. ისინი ასევე, ამბობენ, რომ თუ რუსეთ მსოფლიოსთან ბრძოლაში დამარცხდება, საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაცია გაცილებით მარტივი იქნება.
საქართველო დღეს უნდა ითხოვდეს მაქსიმალურ დამატებით თავდაცვის შესაძლებლობებს. ასევე, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას და ტექნიკას იმისთვის, რომ საქართველოს მიმართულებით პოტენციური სამხედრო პროვოკაციები იყოს თავიდან აცილებული. ბოლო 10 წელია ხელისუფლებას ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს, იმიტომ, რომ მთავარი ფილტრი, რაც მათ აქვთ დაყენებული თავისთის, ეს არის რუსეთის არ გაღიზიანება, - ამბობს საქართელოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია.
სრტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის , ევროპული კვლევების დირექტორის, გიორგი რუხაძის თქმით, საქართელოს არავინ დაინდობს იმის გამო, რომ მან უკრაინას მხარი არ დაუჭირა.
ალბათობა იმისა, რომ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, საკმაოდ მაღალია. რამდენად შეიჭრება და რამენად არის ეს ზუსტად მაგისთვის გამიზნული, რომ ომი დაიწყოს რუსეთმა, ეს არავინ იცის. მე პირადად მგონია, რომ მაინც ეს არის შანტაჟი. თუ ჩენ რეალურად არ დავდგებით მოკავშირეებთან და გასაგებად არ ვიტყვით, თუ რომელ მხარეს ვართ, ბუნებრივია, ეს პროცესი უფრო მწვავედ გაგრძელდება და საქართელოს არავინ დაინდობს იმის გამო, რომ ის უკრაინას მხარს არ უჭერს ან იმალება, ან ჩუმად არის, - ამბობს გიორგი რუხაძე.
ცოტა ხნის წინ საუბარი შედგა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის. ბაიდენმა პურინს განუცხადა, რომ უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. რამდენად გაითვალისწინებს აგრესორი ქვეყნის მთავარსარდალი აშშ-ს და დასავლეთის გაფრთხილებას, ცნობილი მალე გახდება.