თუ ჯარების გაყვანას დავინახავთ, დეესკალაციას დავიჯერებთ - კულება რუსული ჯარის ნაწილის გასვლაზე

15.02.22 15:00
თუ  ჯარების გაყვანას დავინახავთ, დეესკალაციას დავიჯერებთ - კულება რუსული ჯარის ნაწილის გასვლაზე

რუსული ჯარების გაყვანას მაშინ დაიჯერებთ, როცა ამას ვიხილავთ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დეესკალაციაზე საუბარი - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებამ გააკეთა. 

„რუსეთის ფედერაციისგან მუდმივად გვესმის სხვადასხვაგვარი განცხადებები, ამიტომ ჩვენ ასეთი წესი გვაქვს: თუ დავინახავთ მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ. თუ ჯარების გაყვანას დავინახავთ, დეესკალაციას დავიჯერებთ“ - განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს დაუბრუნდებიან.  გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დაასრულა წვრთნები და ბაზაზე დაბრუნება უკვე დაიწყო.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზადაა".