პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზადაა - კრემლის პრესსპიკერი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა მოლაპარაკებებისთვის - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ითხოვდა მოლაპარაკებებსა და დიპლომატიას. ფაქტობრივად მან წამოიწყო რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. უკრაინა, უბრალოდ, პრობლემის ნაწილია, რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების დიდი პრობლემის ნაწილი და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებებისთვის მზად არის", - თქვა პესკოვმა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას აწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.