მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატია და დეესკალაცია - NATO

17.02.22 11:47
მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატია და დეესკალაცია - NATO

NATO რუსეთს მოუწოდებს, დიპლომატიის გზა აირჩიოს და შეწყვიტოს ჯარების მობილიზება უკრაინის საზღვართან.

NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

დაჟინებით და მკაცრად მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჯარების მობილიზება და სამხედრო ძალები უკრაინიდან გაიყვანოს, მის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში. 

ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას.

შედეგად და ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსებთ დამატებით სახმელეთო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებით საზღვაო და საჰაერო საშუალებებს, როგორც ამის შესახებ მოკავშირეებმა განაცხადეს და გავზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიცია, რათა ვუპასუხოთ ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევას.

ჩვენი ერთგულება ნატოს წესდების მე-5 მუხლის მიმართ რკინასავით მტკიცეა. ჩვენ გაერთიანებულები ვართ ერთმანეთის დასაცავად. ნატო რჩება ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების ერთგულად, იმ პრინციპის ჩათვლით, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.