ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა მშვიდობის დასამყარებლად რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისთვის. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც კი რუსეთი საჯაროდ ამბობს, რომ მზად არის ისაუბროს დეესკალაციაზე, მზად არის ისაუბროს ორმხრივ ურთიერთობებზე, ამის შემდეგ ყოველ ჯერზე ვთხოვთ რუსეთს, რომ ეს შეხვედრა ამა თუ იმ ფორმატში შედგეს. მაგრამ, გარდა საჯარო პოზიციისა, რეალურად ისინი არ არიან მზად ჩვენთან კომუნიკაციისთვის, მათ ეს არ სურთ
ჩვენ დაინტერესებულები ვართ, მე არ მითქვამს უარი არც ერთი ქვეყნისთვის, რომელმაც ეს შემოგვთავაზა. უფრო მეტიც, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ ამა თუ იმ ქვეყანას. ჩვენ დაინტერესებული ვიყავით რუსეთის ფედერაციასთან საუბრის სხვადასხვა ფორმატით", - განაცხადა პრეზიდენტმა.