ვითარება უკრაინაში - რუსმა სეპარატისტებმა ლუგანსკის სოფელი კიდევ ერთხელ დაბომბეს
სეპარატისტებმა ლუგანსკის სოფელი სტანცია ლუგანსკა კიდევ ერთხელ დაბომბეს. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. შემთხვევა გუშინ საღამოს ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მოხდა. არიან დაშავებულები, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსი სეპარატისტების მიერ უკვე 60-ჯერ დაირღვა.