დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა
უკრაინაში, დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უკრაინული მხარის განცხადებით, 19 თებერვალს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19-ჯერ დაარღვია, მათ შორის, 16-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის საშუალებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე საარტილერიო სისტემას, ნაღმტყორცნებსა და ყუმბარმტყორცნებს იყენებს.