კანჩალოვსკიმ Белый слон - ის კონკურსიდან ფილმი ნავალნის გამო მოხსნა

07.04.21 16:16
კანჩალოვსკიმ Белый слон - ის კონკურსიდან ფილმი ნავალნის გამო მოხსნა

ცნობილმა რუსმა რეჟისორმა, ვლადიმერ კანჩალოვსკიმ, კონკურსიდან Белый слон  მისი ფილმი ,,ძვირფასი მეგობრები" იმის გამო მოხსნა , რომ აღნიშნული კონსურსის ნომინანტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსანდერ ნავალნის, მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი იყო. 


გულდასაწყვეტია იმის ხილვა, რომ ,,წლის მოვლენის" კატეგორიაში ეროვნული პრემიის ნომინანტია პუბლიცისტური პროექტი, რომელიც შეიძლება, განვიხილოთ, როგორც პოლიტიკური აქტი და არა როგორც კინეხელოვნება. ეს იგივეა, Комсомольская правда რომ დაჯილდოვდეს ლიტერატურული პრემიით. - დაწერა სოციალურ ქსელში ანდრეი კონჩალოვსკიმ.

,,ოქროს სპილოს" ორგანიზატორმა, ვიქტორ მატიზენმა, კი განაცხადა, რომ რეჟისორის გადაწყვეტილებას ვერ შეასრულებს, რადგან ამას კონკურსის ფორმატი არ ითვალისწინებს.

ჩვენ ნომინაციაში ყველა იმ ფილმს ვდებთ, რომელიც 2020 წლის კინოგაქირავებაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა, ამიტომაც ნავალნისა და კონჩალოვსკის ფილმები სადაც იყო, იქ დარჩება. - აღნიშნა ვიქტორ მატიზენმა.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, საგამოძიებო ხასიათის დოკუმენტური ფილმი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, კორუფციულ საქმიანობასა და მდიდრულ სასახლეს შეეხება.