გერმანიაში ვაქცინაციის რეკლამაში ასაკოვანი ვარსკვლავები ერთვებიან

07.04.21 19:17
გერმანიაში ვაქცინაციის რეკლამაში ასაკოვანი ვარსკვლავები ერთვებიან

იმისათვის, რომ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა ვაქცინაციაზე დაითანხმოს, გერმანიის მთავრობამ სარეკლამო კამპანიაში ასაკოვანი, საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები ჩართო. სარეკლამო კლიპებში მონაწილეობას მსახიობი უში გლასი, ტელეწამყვანი გიუნტერ იაუხი და ყოფილი ფეხბურთელი, ზეპ მაიერი, მიიღებენ  - ამის შესახებ გამოცემა Wirtschaftswoche წერს. საიტის ინფორმაციით, ცნობადმა სახეებმა უნდა აუხსნან მოსახლეობას, რატომ არის აუცილებელი ვაქცინა და თავად რატომ იცრებიან. 

სარეკლამო კამპანიის აღნიშნული მონაწილეებისგან ყველაზე ახალგაზრდა უში გლასია, მისი ასაკია 64 წელი, რაც შეეხება გლასსა და მაიერს, ისინი უკვე 77 წლისანი არიან.

სარეკლამო კლიპებს, რომელიც 25 მილიონი ევრო ჯდება, ცნობილი კომპანია  Scholz & Friends გადაიღებს. კლიპები განთავსდება როგორც ციფრულ მაუწყებლებში, ასევე სოციალურ ქსელებშიც. ცნობადი სახეები კი ანაზღაურებას არ მიიღებენ.