რუსეთის პრეზიდენტის გადამალული შვილები შეცვლილი გვარებით - პუტინის დამალული ცხოვრება
მსოფლიოს ყველაზე ბოროტი მმართველის დამალული ცხოვრება - გადამალული შვილები და ქონება - სკანდალური ფაქტები "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ანდრონიკაშვილმა შეკრიბა.
მაგალითად, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილია, ეკატერინა ტიხონოვა, რომელიც ესპანეთის საზღვრიდან, ელიტარულ კურორტ ბიარიცზე 5 მილიონიან ვილას ფლობს. უძრავი ქონება პუტინის ქალიშვილმა 2012 წელს იყიდა. აქვე აქვს მშენებარე სასახლე ვლადიმერ პუტინის ყოფილ ცოლს, ლუდმილა პუტინას.
2015 წლის საჯარო განცხადებაში ვლადიმერ პუტინი საკუთარი შვილების გადამალვის მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებდა. ამბობდა, რომ ისინი ვარსკვლავური ცხოვრებით არ ცხოვრობენ, რიგით მოქალაქეები არიან , სწავლა-განათლებას რუსეთში იღებენ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან, თუმცა მითები ვლადიმერ პუტინის გადამალული შვილების მოკრძალებულ ცხოვრებაზე გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაამსხვრიეს.
ეკატერინა ვლადიმერის ასული ტიხონოვა საჯარო სივრცეში მამის გვარით არასდროს ჩნდება, პუტინის უმცროსი ქალიშვილი ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. ფლობს 2 მილიარდიან კომპანიას და საზღვრებს გარეთ, საფრანგეთის სანაპიროზე ციხესიმაგრეს, ოკეანის პირას.
ტიხონოვა მდიდრულ სასახლეს მოსკოვთან ახლოს, უსოლოვაში ფლობს. სახლი გამომძიებელ ჟურნალისტთა ინფორმაციით, 17 მილიონი ევრო დაჯდა. მხოლოდ რემონტსა და მოწყობაში პუტინის ქალიშვილმა 8 მილიონი ევრო დახარჯა.
ერთ-ერთი პრესკომფერენციის დროს, BBC -ის ჟურნალისტმა 2019 წელს ვლადიმერ პუტინის ჰკითხა - რატომ მალავდა მის შვილებს, რატომ შეუცვალა გვარი და როდის აღიარებდა, რომ ეკატერინა ტიხონოვა და მარია ვარანცოვა მისი ქალიშვილები არიან. პუტინი ამ კითხვაზე ძალიან გაბრაზდა მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კარგად მოეჩიჩქნათ და მეტს გაიგებდნენ.
ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავს - ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარია ვორონცოვა. გვარი მასაც შეცვლილი აქვს. საჯარო სივრცეში მამის გვარით არასდროს ჩნდება. არ არსებობს ბავშვობის შემდეგ მამასთან ერთად გადაღებული ფოტო, თუმცა პუტინი არ უარყოფს, რომ ვორონცოვა მისი შვილია და ჰყავს შვილიშვილიც.
მარია ვორონცოვა, რეალურად კი მარია პუტინა ჰოლანდიელ ბიზნესმენზეა გათხოვილი. იორიტ ფასეენი რუსეთის საბანკო სფეროში იყო დასაქმებული.
მარია ვორონცოვა ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ. თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ მისთვის ევროპის კარი დაკეტილია. "ბლუმბერგის" მონაცემებით მარია ვორონცოვამ მიიღო მონაწილეობა საიდუმლო შეხვედრაში, რომლის მიზანიც რუს მეცნიერებთან ერთად რუსების გენეტიკური კოდის შეცვლა იყო. გამოცემა ბელი წერს, რომ 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი, ვლადიმერ პუტინმა სწორედ რუსების გენეტიკური კვლევისთვის გამოყო და თქვა, რომ ეს ახალი ატომური ბომბი იქნება.
ვლადიმერ პუტინის პარტიის ყოფილი პარტიის წევრი, სერგეი მარკოვი 6 თვის წინ ამბობდა, რომ პუტინმა შვილები ჩრდილიდან ერთადერთი მიზეზის გამო გამოიყვანა.
ცივილიზებული სამყაროს მიერ ნომერ პირველ მტრად გამოცხადების შემდეგ, მარია ვარანცოვაც და კატერინა ტიხონოვაც გაუჩინარებულები არიან. საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა ვლადიმერ პუტინის ყოფილი ცოლიც. რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი 2013 წელს კამერების წინ გაცილდა.
არ არის გამორიცხული ვლადიმერ პუტინის ყოფილი ცოლის აქტივებიც სანქციების ქვეშ აღმოჩნდეს. პუტინთან განქორწინების შემდეგ, ლუდმილამ გვარი შეიცვალა და ლუდმილა ოჩერედნაია გახდა. ის გათხოვდა, და ცოლად მისივე დაფუძნებული კორპორაციის მმართველს არტურ აჩერეტნის გაჰყვა. ამის შემდეგ მისი ქონება ასტრონომიული სისწრაფით გაიზარდა. პენსიონერი, რომელსაც 2013 წლამდე ერთი რიგითი რუსეთის მოქალაქის შემოსავალი ჰქონდა, მოულოდნელად გახდა მრავალმილიონიანი ვილას მფლობელი საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.
ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟი