აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, პოლონეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ჩავიდა, ჯო ბაიდენის თვითმფრინავის პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს, ჟეშუვოსთან, დაეშვა. ეს არის ბაიდენის პირველი ვიზიტი ამერიკის პრეზიდენტის რანგში და ის 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ქალაქ ჟეშუვეში ჯო ბაიდენი ამერიკის 82-ე სამხედრო-სადესანტო დივიზიის ჯარისკაცებსა და უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა, ამის შემდგომ კი ვარშავაში გაემგზავრა.
ხვალ, 26 მარტს, ჯო ბაიდენი და ანჟეი დუდა ერთმანეთს ვარშავაში, საპრეზიდენტო სასახლეში შეხვდებიან, რის შემდგომაც აშშ-ის პრეზიდენტი მიმართავს უკრაინის მოსახლეობას.
ექსპერტები ამერიკის პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პოლონეთი უკრაინასთან ახლოს მდებარეობს.