ომი უკრაინაში - რუსმა ოკუპანტებმა უკვე 136 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 199

უკრაინაში რუსული შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 136 ბავშვია დაღუპული, 199 კი დაშავდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 25 მარტს, დონეცკის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა, დაშავდა ერთი არასრულწლოვანი. 24 მარტს, 13 წლის გოგონამ ნიკოლაევის რაიონში საარტილერიო თავდასხმის შედეგად მრავლობით ჭრილობები მიიღო.
ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 64, ხარკოვის ოლქში - 44, დონეცკის ოლქში - 50, ჩერნიგოვის ოლქში 38, ნიკოლაევის ოლქში - 28, ლუგანსკის ოლქში - 25, ზაპოროჟიეს ოლქში - 17, ხერსონის ოლქში - 20, დედაქალაქ კიევში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15, სუმის ოლქში - 14.
რუსი აგრესორების მხრიდან თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 570 სასწავლო დაწესებულება, აქედან 73 მთლიანად განადგურდა.