პუტინი უკან იხევს?! - "ორიენტირებულები ვართ, აღმოსავლეთ უკრაინის გათავისუფლებაზე"

26.03.22 13:09
პუტინი უკან იხევს?! - "ორიენტირებულები ვართ, აღმოსავლეთ უკრაინის გათავისუფლებაზე"

პუტინი უკან იხევს - რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაციის" პირველი ფაზა დასრულდა და ახლა არმიის ძალისხმევა ლუგანსკისა და დონეცკის "გათავისუფლებაზე" იქნება მიმართული: 

სერგეი რუდსკოის თქმით,  უკრაინაში რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" თავდაპირველი მიზანი სწორედ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების, დონეცკის და ლუგანსკის აღება იყო. 

რუდსკოის განცხადებით, უკრაინაში რუსულ ჯარების შესვლამდე მოქმედების 2 ვარიანტი განიხილებოდა.  

პირველი ვარიანტი იყო ოპერაციის შეზღუდვა დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციული საზღვრებით. ამ შემთხვევაში უკრაინა შეძლებდა დონბასში დამატებითი ჯარების გაგზავნას, ამიტომ შეირჩა მეორე ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს ოპერაციებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ღონისძიებების განხორციელებით" -ამბობს ოკუანტი ქვეყნის წარმომადგენელი.

 

მსგავსი სიახლეები