ოკუპანტები სლავუტიჩში შეიჭრნენ, რუსებმა ქალაქის მერი გაიტაცეს
რუსეთის საოკუპაციო ჯარეი კიევის ოლქის ქალაქი სლავუტიჩში შეიჭრნენ. ოკუპანტებმა ქალაქის ჰოსპიტალი აიღეს. მათ ქალაქის მერი იური ფომიჩევი გაიტაცეს.
ქალაქის მცხოვრებლები რუსეთის შეჭრას აპროტესტებენ. მოქალაქეები ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ. ისმის შესაძახილები: "სლავუტიჩი უკრაინაა", "დიდება უკრაინას".