შეხედეთ ჩვენს მარიუპოლს, ეს ის არის, რაც ჩვენ 11 წლის წინ ალეპოში ვნახეთ - ზელენსკი

26.03.22 15:22
 შეხედეთ ჩვენს მარიუპოლს, ეს ის არის, რაც ჩვენ 11 წლის წინ ალეპოში ვნახეთ - ზელენსკი

შეხედეთ ჩვენს მარიუპოლს, ეს ისაა, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ ალეპოში - ასე მიმართა უკრაინის პრეზდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოჰას მეოცე ფორუმზე შეკრენილებს. 

პრეზიდენტის განცხადებით, რუსმა დამპყრობლებმა 11 წლის წინ მდიდარი ისტორიის მქონე უძველესი სირიული ქალაქი მიწასთან გაასწორეს, ახლა ისინი უკრაინული მარიუპოლის წაშლას ცდილობენ. 

რუსეთმა 11 წლის წინ, ახლო აღმოსავლეთის მარგალიტი,  ქალაქი ალეპო გაანადგურა. მაშინ პუტინის ძალებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი და მათმა მოკავშირე ბაშარ ალ-ასადმა ქიმიური იარაღით შეუტია ხალხს. ომმა ალეპო ნანგრევებად და მასობრივ საფლავებად აქცია. ახლა რუსეთი აგრძელებს მსგავსი სამხედრო დანაშაულის ჩადენას ჩვენს მარიუპოლშიც, რომელმაც ძველი ბერძნების, ოსმალების, ყირიმელი თათრებისა და კაზაკების მდიდარი კულტურა გააერთიანა. შეხედეთ ჩვენს მარიუპოლს, ეს ის არის, რაც ჩვენ ალეპოში ვნახეთ, ნანგრევების ტკივილი, ადამიანების განადგურება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები