რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა

26.03.22 17:32
რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა. მაღალჩინოსანმა სუიციდს  მას შემდეგ მიმართა, რაც დასაწყობებული სამხედრო ტექნიკა გაძარცვული აღმოჩნდა.

უწყების ცნობით, რუსეთი ცდილობს შექმნას ადგილები დროებით მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შესანახად, თუმცა მათ დასაწყობებული ტექნიკა ხშირად გაძარცვული ხვდებათ. 

საბრძოლო მანქანებიდან სრულად მოიპარეს ძვირფასი ლითონების შემცველი აღჭურვილობა. კერძოდ, რუსეთის მე-4 დივიზიამ აღმოაჩინა, რომ დასაწყობებული 10 ტანკიდან მხოლოდ 1 იყო მწყობრში. ზოგიერთი მათგანის დაზიანება კი ძარცვითაც არ არის გამოწვეული.

 

 

 

მსგავსი სიახლეები