რაც უფრო გვიან იტყვით უარს რუსულ პროდუქტებზე, მსოფლიო ომის მით მეტი შანსი იქნება - მიხაილ პოდოლიაკი
რაც უფრო გვიან იტყვით უარს რუსულ პროდუქტებზე, მსოფლიო ომის მით მეტი შანსი იქნება - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აკეთებს.
"რუსულ ჰიდროწყალბადზე უარის თქმა, გლობალური კომპანიების რუსული ბაზრების დაკეტვა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზაზე სრული შეზღუდვები, რუსული მარცვლეულის ჩანაცვლება, ევროკავშირში რუსეთის ლობირებისა და მედიის აკრძალვა - ეს ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია. რაც უფრო გვიან გაკეთდება ეს მით მეტი შანსია მსოფლიო ომის და არა მხოლოდ უკრაინაში." - თქვა მან.