პუტინი ყასაბია! - ბაიდენი

26.03.22 20:38
პუტინი ყასაბია! - ბაიდენი

ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა -  აშშ-ის მსგავსი შეფასება პრეზიდენტმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილების მონახულების შემდეგ გააკეთა.

კითხვაზე რას ფიქრობს ის პუტინზე, პრეზიდენტმა ღიად თქვა: "ის ყასაბია".

ეს გასაოცარია, იხილო ამდენი პატარა ბავშვი. გინდება ჩაეხუტო და მადლობა გადაუხადო. ამ ბავშვთაგან ყველამ რაღაცის გაკეთება მთხოვა - "ილოცეთ მამაჩემისთვის ან ბაბუაჩემისთვის, ან ჩემი ძმისთვის... მახსოვს როგორია, როცა ვიღაც ომის ზონაში გყავს. ყოველ დილით დგები და ფიქრობ, ლოცულობ რომ ის სატელეფონო ზარი არ მიიღო“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.