ბაიდანის ისტორიული გამოსვლა პოლონეთში - "საწყალი დიქტატორი ხელისუფლებაში ვერ დარჩება"

26.03.22 21:57
ბაიდანის ისტორიული გამოსვლა პოლონეთში -  "საწყალი დიქტატორი ხელისუფლებაში ვერ დარჩება"

"სიბნელე რომელიც მოსდევს ავტოკრატიას, ჩვენს სინათლეს, ჩვენ სიმტკიცეს ვერ გადაფარავს"- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, პოლონეტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ჯო ბაიდენის თქმით, ძალა ერთად ყოფნაშია. 

ერთად ყოფნის ძალამ დაამარცხა საბჭოთა კავშირი. ვხედავთ, როგორ ახდენს ერთიანობის დემონსტრირებას უკრაინელი ხალხი. ისინი ერთი საწყალი დიქტატორის წინააღმდეგ იბრძვიან. არ უნდა დავკარგოთ იმედი, არ უნდა შეგვეპაროს საკუთარ თავში ეჭვი და რაც მთავარია, არ უნდა შეგვეშინდეს. დიქტატორი, რომელიც ისწრაფვის ისტორიას ჩაბარებული იმპერიის აღდგენისკენ, ის ვერასდროს მოახერხებს გამარკვების მოპოვებას. თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ იცხოვრონ ისეთ სამყარში, სადაც სინათლე არ ჩანს და სიბნელეა გამეფებული. სადაც არ არის დემოკრატია და შესაძლებლობების თავისუფლება. ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ღმერთო დაიფარე უკრაინა და ჩვენი შეიარაღბული ძალები"- განაცხადა ბაიდენმა. 

მისივე თქმით, აშშ და ცივილიზებული სამყარო უკრაინას მარტო არ დატოვებს. აშშ-ის ლიდერი აღნიშნავს იმასაც, რომ ისინი რუს ხალხს დემოკრატიის მოპოვებაში დაეხმარებიან.