რუსეთის სისასტიკე - მარიუპოლში ოკუპანტმა 11 წლის გოგოს სახეში ესროლა
რუსი სამხედროები ბავშვებსაც არ ინდობენ - მარიუპოლში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 11 წლის გოგონას სახეში ესროლეს. სიუჟეტი ამ თემაზე CNN -მა გაავრცელა.
ირკვევა, რომ არასრულწლოვანს ცეცხლი 16 მარტს გაუხსნეს, ის დედასთან და ბებიასთან ერთად მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა.
გოგონას საუბარი და გადაადგილება ისევ უჭირს, თუმცა მის სიციცხლეს საფრთხე არ ემიქრება.