რუსეთი ვერასდროს დაამარცხებს უკრაინას - ბაიდენის მთავარი გზავნილები

26.03.22 22:32
რუსეთი ვერასდროს დაამარცხებს უკრაინას - ბაიდენის მთავარი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმწვავესი გზავნილი აგრესორი ქვეყნის ხელმძღვანელს - ჯო ბაიუდენმა ვლადიმერ ოუტინი პოლონეთიდან გააფრთხილა. 

  • ბაიდენის თქმით, უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი 21-ე საუკუნის ნაწილი იყო, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ, ფედერაცია 19-ე საუკუნეში დაბრუნდა;

სანქციების შედეგად, რუბლი ფერფლად გადაიქცა, დასავლეთმა შეტევა მიიტანა რუსეთის ეკონომიკის შუაგულზე, ისე რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ომის ფინანსირება"- თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

  • რუსები დიქტატორის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრობენ და პროტესტისთვის ციხეებში ხვდებიან 

ბაიდენის თქმით, რუსი ოლიგარქები რომლებიც პუტინის რეჟიმს უკრაინაში მიმდინარე ომის  სამზადისში ეხმარებიოდნენ დასჯილები არიან.

დასავლეთმა მათ ყველაფერი წაართვა - თქვა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას. 

აშშ-ის პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის მარცხი გარდაუვალია: 

  • ეს ომი უკვე არის რუსეთის სტრატეგიული მარცხი;

პუტინ ვერ დარჩება ხელისუფლებაში - აღნიშნა ბაიდენმა. 

ბაიდენმა რუს ხალხს მიმართა და დახმარების სურვილი გამოთქვა:

რუსეთის მოსახლეობა დასავლეთის და აშშ-მტერი არ არის, მხოლოდ ამ თვეში ათასობით რუსმა დატოვა სამშობლო, ისინი არ უჭერდნენ მხარს ამ ომს - თქვა მან. 

ბაიდენი ამბობს, რომ ნატოს ჯარების რაოდენობა რუსეთის საზღვრებთან მნიშვნალოვნად გაზარდეს. 

რუსეთი ვერასდროს დაამარცხებს უკრაინას - თქვა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას. 

  • ყველაფერში დამნაშავე არის პუტინი! წერტილი!