რუსეთის დასახმარებლად ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედროები გაგზავნეს

27.03.22 11:38
რუსეთის დასახმარებლად ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედროები გაგზავნეს

ოკუპირებული საქართველოს კიდევ ერთმა ტერიტორიამ რუსეთის დახმარება ოფიციალურად გადაწყვიტა - უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებულ ცხინვალში განთავსებული რუსული ბაზიდან სამხედროები გაგზავნეს. მათ შორის არიან  ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებიც.

ინფორმაციას ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახური ავრცელებს. "მათ კარგად იციან, რომ რუსეთის დასაცავად, ოსეთის დასაცავად მიდიან".