სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში იმტვერება - ზელენსკი დასავლეთს

27.03.22 11:42
 სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში იმტვერება - ზელენსკი დასავლეთს

უკრაინის პრეზიდენტი დასვლეთზე გაბრაზებულია. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს ისევ  სამხედრო ტექნიკით დახმარებას სთხოვს, მისი თქმით, ტექნიკა, რომელიც უკრაინას სჭირდება, ნატოს შეიარაღების მხოლოდ 1% , რომელიც სანგრებშ იმტვერება.

ევროპული უსაფრთხოების ფასი ის თვითმფრინავები და ტანკებია, რომლებიც უკრაინას სჭირდება და ეს აღჭურვილობა აქვთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებსაც უბრალოდ მტვერი სჭამს. ეს ტექნიკა უნდა მოგვცენ ჩვენ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების გადასარჩენად და დასაცავად. სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს შეიარაღების მხოლოდ ერთი პროცენტია. ველოდებით უკვე 31 დღეა. ვინ ჰკარნახობს ევროატლანტიკურ საზოგადოებას? ნუთუ მოსკოვი თავისი ქმედებებით? ევროატლანტიკურმა კავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გაააქტიუროს უკრაინის დახმარება. ოკუპანტებმა ისტორისს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო დანშაული ჩაიდინეს. მათ ხარკოვშ თავიანთი არაადამიანური სტილით ჰოლოკოსტის მემორიალის დენეციფიკაცია მოახდინეს. ეს ის ადგილია, სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს 20 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. 80 წლის შემდეგ იგივეს აკეთებს რუსეთის, რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს, სახლებს, საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს. ასევე, არ ინდობენ არც ეკლესიებს და ისტორიულ ძეგლებს.  რუს სამხედროებს მსგავს ბრძანებებს მეთაურები აძლევენ და ეს ყველაფერი ჩვენს ერს კიდევ უფრო ძლიერებად, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ძლიერებად, ჩვენს კულტურას კიდევ უფრო ძლიერ კულტურად აქცევს. 80 წლის წინ ნაცისტები ევროპის დასაპყრობად ზუსტად ანალოგიურ ხერხს იყენებდნენ. მათ ამ ქმედებას არავინ აპატიებს. იქნება პასუხისმგებლობაც ზუსტად ისე, როგორც 76 წლის წინ ფაშისტები დაისაჯნენ. ეს შეიძლება არ იყოს ნიურბერგი, მაგრამ იქნება ანალოგი და ყველა დაინახავს ამას, - განაცხადა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები