დავი გობეჯიშვილს საქართველოში მომდევნო კვირაში ჩამოსვენებენ - საგარეო უწყება

უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში მომდევნო კვირაში ჩამოსვენებენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ზალკალიანის უწყების ცნობით, საომარი მოქმედებების ზონაში დოკუმენტაციების მომზადება უკვე დაწყებულია. დავით გობეჯიშვილს კიევის პროზექტურიდან ჯერ ვარშავაში, იქიდან კი კიევში ჩამოასვენებენ.
ის, რომ დავით გობეჯიშვილი უკრაინაშ საბრძოლველად წავიდა, ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ.
თითები რომ არ ჰქონდა, არსად არ წავა და რა კარგია-მეთქი, ვამბობდი გულში ჩემთვის...პოლონეთიდან მერე ამერიკაშ მიდისო, ჩემი რძალი მეუბნებოდა. აფხაზეთის ომი მოიარა, ცხინვალიც მოიარა, ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა... ინვალიდი იყო, - ამბობს დაღუპული სამხედროს დედა.