ლვოვში ოკუპანტებმა ნავთობბაზა დაბომბეს - მეხანძრეები ცეცხლს მთელი ღამე აქრობდნენ

27.03.22 13:44
ლვოვში ოკუპანტებმა ნავთობბაზა დაბომბეს - მეხანძრეები ცეცხლს მთელი ღამე აქრობდნენ

ოკუპანტებმა ლვოვში ნავთობბაზა დაბომბეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ მეხანძრეები მის ლიკვიდირებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ამ დროისათვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.