რუსეთმა კიევზე შეტევა განაახლა - ოკუპანტები დედაქალაქის თავდაცვის გარღვევას ცდილობენ

28.03.22 10:59
რუსეთმა კიევზე შეტევა განაახლა - ოკუპანტები დედაქალაქის თავდაცვის გარღვევას ცდილობენ

რუსეთმა კიევზე შეტევა განაახლა. ოკუპანტები დედაქალაქის თავდაცვის გარღვევას ცდილობენ და კიევს ჩრდილო- დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიზანს დედაქალაქისკენ მიმავალ გზებზე კონტროლის აღება წარმოდგენს. 

დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 5 შეტევა მოიგერიეს. განადგურებულია ოკუპანტები 2 ტანკი, საბრძოლო მანქანა და ავტომობილი. მტერს მსხვერპლი ცოცხალ ძალაშიც ჰყავს. 

ხარკოვის ოლქში ბრძოლები დასახლებულ პუნქტებში ტოპოლსკოე, კამენკა, სუხაია კამენკაში გრძელდება. 

ავდეევკის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების შტურმს დასახლებულ პუნქტ ვერხნეტორეზკოეში იგერიებენ. 

მსგავსი სიახლეები