პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს - ხრისტო გროზევი

28.03.22 11:30
პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს - ხრისტო გროზევი

მარცხის გაცნობიერების შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა, უკრაინასთან მიმართებაში ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს -  ამის შესახებ გამოცემა  Bellingcat-ის ხელმძღვანელი, ხრისტო გროზევი აცხადებს. გროზევის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტი პოირობითად წითელ ღილაკზე თითის დაჭერით ბირთვული იარაღის გამოყენების ვერ შეძლებს, რადგან ამისთვის მინიმუმ 5 ადამიანის თანხმობაა საჭირო.

ადამიანები ახლა მეუბნებიან, რომ კიევის დაპყრობის გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში, მან შესაძლოა, გასცეს ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება, მაგრამ ის ვერ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს პირობითად წითელ ღილაკზე თითის დაჭერით. ეს წითელი ღილაკი არ არსებობს, მაგრამ არსებობს 5 ადამიანი, რომლებმაც ეს დავალება უნდა შეასრულონ. ეს ყველაფერი ჯაჭვია იქამზე, ვიდრე ბირთვული მასალის მქონე რაკეტა გაფრინდება. ჩვენი წყაროები დარმწუნებულები არიან, რომ მოიპოვება მინიმუმ რამდენიმე ადამიანი ამ 5-დან, რომლებიც ბრძანებას არ შეასრულებენ. პუტინს ესმის ეს რისკი, რის გამოც დიდია ალბათობა, რომ ამ ბრძანებას არ გასცემს, - განაცხადა გროზევმა. 

მსგავსი სიახლეები