ლუცკში ოკუპანტებმა ნავთობბაზა დაბომბეს
ლუცკში ოკუპანტებმა ნავთობბაზა დაბომბეს. რაკეტა ბელაურის მხრიდან იყო გაშვებული. იმის გამო, რომ ის დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა, რადარებმა მისი დაფიქსირება ვერ შეძლეს. დაბომბვის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ვოლინის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.