რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები - მორიგი რაუნდი დღეს თურქეთში გაიმართება

28.03.22 11:52
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები - მორიგი რაუნდი დღეს თურქეთში გაიმართება

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი - დელეგაციები დღეს ერთმანეთს  თურქეთში შეხვდებიან. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, თქმით, თურქეთში პირისპირ შეხვედრის ინიციატივა რუსეთმა გამოთქვა. 

წინ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გველოდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მშვიდობა. როგორც მათ შემოგვითვალეს, უმჯობესი იქნება პირისპირ შეხვედრა თურქეთის ტერიტორიაზე. ცუდი აზრი არ არის. დავაკვირდებით, რა მოხდება. მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩვენი ურყევი პოზიცია დაფიქსირებულია: ეს არის უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ასევე უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულება, - ამბობს ზელენსკი.