"პუტინი აფხაზეთს დაკარგავს" - ზელენსკის ინტერვიუ რუს ჟურნალისტებთან პუტინმა დაბლოკა

28.03.22 12:38
"პუტინი აფხაზეთს დაკარგავს" - ზელენსკის ინტერვიუ რუს ჟურნალისტებთან პუტინმა დაბლოკა

ამ სტრატეგიით პუტინი დაკარგავს აფხაზეთსაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ინტერვიუში ზელენსკიმ  პირდაპირ თქვა, რომ პუტინის ამოცანა საბჭოთა კავშირის აღდგენაა. 

პუტინს მრავალვექტორული მიდგომა აქვს რუსეთის საკითხზე, რუსეთის როლზე მსოფლიოში, ლიდერობაზე და ყველა იმ ქვეყანაზე, ვინც რუსეთისგან წავიდა და ვისაც აქვს უფლება, არ იყოს რუსეთი. მთელი ისტორიაა, კავკასია- კავკასიაა, ქართველები - ქართველები არიან, მოლდოველები - მოლდოველები, უკრაინა კი - უკრაინა. ეს სხვადასხვა ისტორიებია. უკრაინა სახიფათოა ბევრი რამის გამო. ეს ეხება რუსული ენის გავლენის დაკარგვას. რუსეთმა დაკარგა რამდენიმე მილიონი რუსულენოვანი მოსახლეობა. მათ ამის დაბრუნება უნდათ ძალით. ჩვენთან ხომ პოლიტიკური კონიუქტურა იცვლება. ჩვენთან ხელისუფლებაში ახალგაზრები მოდიან. თუ იქ შეიძლება, ჩვენთან რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, იტყვის ხალხი. პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიცია აქვს, მაგრამ არმდენი ხნის სიცოცხლე დარჩა? ყველა ადამიანი, რომელიც 70-80 წლის არის, კიდევ 50 წელს ხომ ვერ იცოცხლებს? მგონია, რომ მისი გეგმები არასტრატეგიულია. ჩემი სტრატეგიაა, მაგალითად, რა იქნება უკრაინაში ჩემს მერე, როგორ იქნებიან ჩემი შვილები. ამ სტრატეგიით, ის ყველაფერს დაკარგავს, აფხაზეთსაც, მაგრამ მერე როგორ უნდა იცხოვრონ იმ ადამიანებმა? მე გპასუხობთ კითხვაზე, რა იქნება შემდეგ მაგალიტად დონბასის, სადა ბავშვებს 10 წელია ასწავლიან, რომ ჩვენ ვართ ნაცისტები, - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ვრცლად ისაუბრა უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების შესახებაც. ზელენსკის თქმით, რუსეთს მათი ცხედრების წაღებაც კი არ უნდა და მათ შესაფუთად ნაგვის ტომრებს სთავაზობს. 

უკრაინას არ სურს რუსი ჯარისკაცების ცხედრები თავის ტერიტორიაზე დატოვოს. სურს გადასცეს ისინი დაღუპულთა ახლობლებს. რუსულმა მხარემ ჯერ უარი გვითხრა, შემდეგ ტომრები შემოგვთავაზეს. ეს არის ნაგვის ტომრები., იცით, ძაღლი ან კატა რომ კვდება, ადამიანები მაშინაც არ იქცევიან ასე. არ მესმის რას ფიქრობს ხალხი, რას ფიქრობენ ამ ბავშვების მშობლები. ჩემთვის, როგორც მეომარი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია მტრის სახელმწიფოს ჯარისკაცების მიმართაც კი. ჩვენ არ ვლაპარაკობთ პირუტყვზე. და რატომ არის საშინელება? იმიტომ, რომ თუ ასეთი დამოკიდებულებაა საკუტარი ხალხის მიმართ, მაშინ როგორია დამოკიდებულება ყველას მიმართ? ჩვენ ნამდვილად არ ვართ მეგობრები რუსეთის ხელისუფლებისთვის, - განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ ასევე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს შესაძლებელი მხოლოდ მას  შემდეგ იქნება, რაც რუსეთის ლექსიკონიდან სიტყვები დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია გაქრება. 

საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან თუ სულ რაღაც დემილიტარიზაციაზე და ან დენაციფიკაციაზე ვსაუბრობთ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის. წინა შეხვედრაზე, რომლის დროსაც ჩვენ რუსულ მხარეს ვუთხარით, რომ არ გამოეყენებინათ ეს ტერმინები, არ აღმოჩნდა არსებითი. მე არ ვარ რუსეთთან მოლაპარაკებების წინააღმდეგი, დიალოგის მომხრე ვიყავი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე. უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი - ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. რუსეთთან სამშვდიობო სეთანხმების ფარგლებში უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარეს მიერ და ასევე, გატანილი უნდა იქნეს რეფერენდუმზე, - განაცადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტთან, რომელიც გუშინ რუსმა ჟურნალისტებმა ჩაწერეს, რუსეთის ტერიტორიაზე დაიბლოკა. უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუ ეთერში გასული არ იყო, როცა  პუტინმა ის აკრძალულად გამოაცხადა.  კრემლი გამოძიების დაწყებით ემუქრება ყველა იმ მედიასაშუალებას, რომლებიც  რუს ხალხს უკრაინაში არსებლი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.