ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულება - ირპენთან ოკუპანტმა ცეცხლი მშვიდობიან მოქალაქეს გაუხსნა

პუტინი ომის კანონებს ისევ არღვევს - ფაქტის ამსახველ კიდევ ერთ ვიდეომტკიცებულებას გერმანელი გამომძიებელი ჟურნალისტები ავრცელებენ. შემთხვევა ირპენთან ახლოს მოხდა, სადაც ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონა ჩაცხრილეს. ადგილზე ერთი ავტომობილი დარჩა, საიდან ხელებაწეული მამაკაცი გადმოვიდა, თუმცა მტერმა ცეცხლის მასაც გაუხსნა და ის ადგილზე დაიღუპა. ავტომობილის შუშაზე იყო წარწერა "ბავშვები".
არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ დანაშაული რუსეთის დანაყოფმა, უფრო კონკრეტულად კი ჩეჩნების მოქალაქეები ჩაიდინეს.