ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 160 ათასამდე მოქალაქე რჩება - ადამიანები შიმშილით იღუპებიან

დღეის მდგომარეობით ოკუპანტების მიერ ბლოკირებულ მარიუპოლში 160 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ამის შესახებ ქალაქის მერი აცხადებს. ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, ქალაქში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან არც დენი და არც სითბოა, არ არის საკვები და წყალიც.
სამწუხაროდ, მარიუპოლში ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი ადამიანი რჩება. ეს ციფრო 100 ათასზე მეტი ნამდვილად არის. ჩვენი შეფასებით, ბლოკირებულ მარიუპოლში 160 ათასამდე ადამიანია, - განაცხადა ქალაქის მერმა.
ბოიჩენკომ რუსეთის ქმდებებს უკრანელების და კერძოდ, მარიუპოლელების წინააღმდეგ, გენოციდი უწოდა. მისი თქმით, ცინიკურია, როდესაც რუსული მხარე მარიუპოლში კორიდორის გახსნის შესახებ საუბრობს მაშინ, როდესაც ამ დერეფნის გახსნის საშუალებას რეალურად არ იძლევა.
ამ დროისათვის მარიუპოლში მდგომარეობა ისევ ტრაგიკულია. ადამიანები ქალაქში შიმშილით იღუპებიან. საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში სულ უფრო მეტ ცხედრებს მარხავენ.