ოკუპანტებმა მოქალაქეებს ტანკით მიზანმიმართულად გადაუარეს - დაიღუპა ოჯახის 1 წევრი

ომის კიდევ ერთი დანაშაული - სუმში ოკუპანტებმა ტანკით მშვიდობიიან მოქალაქეებს გადაუარეს. დაიღუპა მამა, დედა და 15 წლის ვაჟი დაშავდნენ.
უკრაინის გენპროკურორის ცნობით, შემთხვევა 27 მარტს მოხდა. მისივე ცნობით, რუსების სამხედრო ტექნიკის კოლონა სოფელ ჩუმაკოვოსთან ახლოს, გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ამავე მიმართულებით მიმავალ ქვეითებს მიზანმიმართულად გადაუარა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე „კანონების დარღვევის და ომის დანაშაულების“ მუხლით არის აღძრული.