კადიროვი ირწმუნება, რომ მარიუპოლშია

28.03.22 17:02
კადიროვი ირწმუნება, რომ მარიუპოლშია

ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვი დააჯილდოვაა - "დონ-დონი"  რუსეთის გვარდიის გენერალ-ლეიტენანტი გახდება. უახლოეს მომავალში შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

რუსული ტელეგრამ არხები კი იუწყებიან, რომ რამზან კადიროვი მარიუპოლშია. ვრცელდება მხოლოდ მცირე ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ  მარიუპოლში ჩასული კადიროვი ხელს გენერალ მორდვიჩევს ართმევს.  ინფორმაცია საეჭვო ეჩვენება უკრაინულ მხარეს, რადგან მათივე ცნობით,  გენერალი მორდვიჩევი ლიკვიდირებულია. ჩნდება განცდა, რომ კადრები ან ადრეა ჩაწერილი, ან ცუდად არის დამონტაჟებული.