რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მმართველი პარტიის დეპუტატი გაიტაცეს
ქალაქ გენიჩენსკში ოკუპანტებმა დააკავეს ქალაქის საბჭოს დეპუტატი სახელისუფლებო პარტიიდან ,,სლუგა ნაროდა", ალექსეი კონოვალოვი. ინფორმაციას კონოვალოვის პირველი მოადგილე, იური სობოლევსკი, ადასტურებს.
დაახლოებით საღამოს 10 საათი იყო, კონოვალოვი მეუღლესთან ერთად ავტომობილით მიემგზავრებოდა ქალაქ გინიჩენსკის მიმართულებით. ის პოსტზე გააჩერეს დოკუმენტების შემოწმების მიზნით.
რუსებს აქვს მათთვის საინტერესო ხალხის სიები, რომელთა შორის იყო კონოვალოვიც.
ამ დროისთვის მასთან კავშირი გაწყვეტილია - აცხადებს სობოლევსკი.
ამ დროისთვის არსებობს ინფორმაცია, რომ რუს აგრესორებს გატაცებული ჰყავთ ქალაქ გოლის მერი, ალექსანდრ ბაბიჩი და კალანჩაკის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელი, სვეტლანა ფომინა.