უკრაინის არმიამ ქალაქი ირპენი გაათავისუფლა

28.03.22 18:43
უკრაინის არმიამ ქალაქი ირპენი  გაათავისუფლა

კიევის ოლქის ქალაქი ირპენი გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისაგან - ამის შესახებ ირპენის მერმა, ალექსანდრ მარკუშინმა, განაცხადა. 

ირპენი გათავისუფლებულია მოსკოვური უწმინდურობისგან. დიდება უკრაინას, დიდება უკრაინელ დამაცველებს. სამარადჟამო დიდება დაღუპულ გმირებს - დაწერა სოციალურ ქსელში ირპენის მერმა.

ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, ქალაქში ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა, ელოდებიან რუსი აგრესორების კონტდარტყმასაც.

ქალაქის მერი მოუწოდებს ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ამ ეტაპისთვის თავი შეიკავონ ირპენში დაბრუნებისგან, რადგან ეს სახიფათოა.