200 ათასი რუბლი თვეში - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ,,საზარბაზანე ხორცს" ეძებს

28.03.22 19:11
200 ათასი რუბლი თვეში  - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ,,საზარბაზანე ხორცს"  ეძებს

ყოველთვიური ანაზღაურება 200 ათასი რუბლი, ყოველდღიური ხარჯებისთვის 53$ და კონტრაქტის დასრულებისას სამხედრო მოსამსახურის ვეტერანის მოწმობა საჩუქრად- რუსეთი დროებით ოკუპირებულ ყირიმის ქალაქებში, მათ შორის სიმფეროპოლსა და ევპატორიაში, მცხოვრებლებს 4-დან 12 თვემდე სამხედრო კონტრაქტს სთავაზობს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს რეკლამები ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე უკვე გაჩნდა.
ყირიმის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ტექსტში ნახსენები დაპირებების მიუხედავად, მსურველი არ გამოჩნდა, რადგან აშკარაა, რომ უკრაინის მთავარ ნაწილში გადასასროლად  ,,საზარბაზნე ხორცს" კრეფენ.
არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა 2022 წლის აპრილის დასაწყისში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს. 

მსგავსი სიახლეები