ოკუპანტებმა უკრაინელი ჟურნალისტი ტყვედ აიყვანეს

28.03.22 20:36
ოკუპანტებმა უკრაინელი ჟურნალისტი ტყვედ აიყვანეს

რუს აგრესორებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი სააგენტო ,,უნიანის" ჟურნალისტი, დმიტრი ხილიუკი. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებები- მედიის ინიციატივა" ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, ხილიუკი ტყვედ მარტის დასაწყისში კიევის ოლქის სოფელ კოზაროვიჩთან აიყვანეს. ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში სწორედ მარტის დასაწყისში დაწერა, რომ მისი სოფელი რუსების დარტყმის ქვეშ მოჰყვა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ რუსებმა სხვა ტყვეები გაათავისუფლეს, ჟურნალისტი კი მძევლად დაიტოვეს და ერთ-ერთ საწარმოში ჰყავთ გამომწყვდეული.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აგრესორებს მძევლად ჰყავთ აყვანილი უკრაინული მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, აქტივისტები.

უფლებადამცველები მოუწოდებენ მსოფლიო საზოგადოებას, გავლენა მოახდინონ რუსეთზე და აიძულონ მძევლების გათავისუფლება.

 

 

მსგავსი სიახლეები