შეწყდება თუ არა ომი - სტამბოლში ისტორიული მოლაპარაკებები დაიწყო
სტამბოლი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. დოლმა ბაღჩის სასხლეში ისტორიული მოლაპარაკებები დაიწყო. უკრაინის და რუსეტის დელეგაციები უკვე ერთმანეთის პირისპირ სხედან. მხარეები ომის შეჩერებას და შეთანხმების მიღწევას დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
მოლაპარაკებების დაწყებამდე ომის რეჟიმში მყოფ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს სიტყვით თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა.
უკრაინაში შექმნილი ვითარება ღრმად აღელვებს თურქეთს, რომელიც უკრაინის და რუსეთის მეზობელი და მეგობარია. ახლა მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტა. თურქეთი მზადაა უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციის და უკრაინის მოლაპარაკებების, დელეგაციების მუშაობის გასამარტივებლად, - თქვა პრეზიდენტმა ერდოღანმა.