სკანდალი: აბრამოვიჩი და უკრაინული დელეგაციის წევრები სავარაუდოდ, მოწამლეს

29.03.22 11:16
სკანდალი: აბრამოვიჩი და უკრაინული დელეგაციის წევრები სავარაუდოდ, მოწამლეს

სკანდალი - უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი სავარაუდოდ, მოწამლეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. საუბარია 4 მარტის შეხვედრაზე, როდესაც აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს ესწრებოდა.

უცხოური მედიის ცნობით, აბრამოვიჩს შეხვედრს შემდეგ ქიმიური იარაღით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება. მათ შორის, კანის აქრცვლა, ცრემლდენა და სიწითლე. აღნიშნული სიმტომები გამოუვლინდათ უკრაინის დელეგაციის რამდენიმე წევრსაც.

გამოცემა THE WALL STREET JOURNAL-ი წერს, რომ სავარაუდოდ, პუტინმა აბრამოვიჩი უკრაინული დელეგაციის ქიმიური იარაღით მოწამვლისთვის გამოიყენა. 

სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით კომენატრაი ცოტა ხნის წინ უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრმა გააკეთა. დმიტრო კულება ამბობს, რომ ის უკრაინის დელეგაციის წევრებს პირდაპირ აძლევდა მითითებებს იმის შესახებ, რომ რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის დროს არანაირი საკვები და  სასმელი არ მიეღოთ. 

ყველას, ვინც რუსეტთან მოლაპარაკების მონაწილეა, ვურჩევ არაფერი დალიონ ან ჭამონ შეხვედრის დროს. ასევე, სასურველია, თავი აარიდონ რაიმე ზედაპირებთან შეხებასაც.ეს არის უმთავრესი. ახლა ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ზოგმა რარაც გაიუგო, ეყრდნობიან წყაროებს და ბევრი ასეთი ისტორიაა, იმიტომ, რომ ახლა ყველა ეძებს სკანდალებს, სენსაციურ ამბებს, - განაცხადა კულებამ.