ცხელი წერტილი ისევ მარიუპოლია - "კადიროველები" ირწმუნებიან, რომ აზოვის პოლკის ბაზაზე შეიჭრნენ
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინაში ბრძოლები არ წყდება. ყველაზე ცხელი წერტილი ისევ ქალაქი მარიუპოლია. ე.წ. "კადრიოველები" ირწმუნებიან, რომ აზოვის პოლკის ბაზაზე შეიჭრნენ და ტერიტორიაზე ტანკები შეიყვანეს. კადრებში, რომლებიც მათ გაავრცელეს, აფეთქებების ხმა ისმის. ჩეჩნეთის მეთაური კი ახალ ვიდეო მასალას ავრცელებს, რომლითაც ამტკიცებს, რომ თავადაც მარიუპოლშია.
საპირიპიროს ამტკიცებენ მარიუპოლის მცველები. აზოვის ბატალიონის წევრები სოციალურ ქსელში რუსული ტანკების აფეთქების კადრებს ავრცელებენ.