ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ - ზელენსკის მორიგი მიმართვა

29.03.22 11:43
 ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ - ზელენსკის მორიგი მიმართვა

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ომის სირთულეებზე კიდევ ერფთხელ ისაუბრა. ვოლოდიმრი ზელენსკიმ  დასავლეთს  იარაღის საჭიროების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა.

სიტუაცია ახლა გინივრულად უნდა იყოს აღქმული, წარმატებისგან ზედმეტი ეიფორიის გარეშე. ჯერ კიდევ გვჭირდება დრო. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ. დღეს ჩვენ კარგი ამბავი გვაქვს, კიევის რეგიონში ჩვენი დამცველები წინ მიიწევენ და უკრაინის ტერიტორიაზე კონტროლს აღადგენენ.  ირპენი გათავისუფლდა. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ამ შედეგისთვის იმუშავა. ოკუპანტები ირპენიდან განდევნილები არიან. გაძევებეულები არიან კიევიდან, თუმცა ჩვენი რეგიონის ამ ნაწილში უსაფრთხოებაზე საუბარი ნაადრევია.ბრძლა გრძელდება, რუსული ჯარების კიევის ჩრდილოეთს აკონტროლებენ, აქვთ რესურსები და ცოცხალი ძალა. ისინი დანგრეული ნაწილების აღდგენას ცდილობენ. მათი დანაკარგების დონე თუნდაც 90%-ზე მათთვის არ არის არგუმენტი გაჩერებისთვის. ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის რეგიონის, დონბასის, სამხრეთ უკრაინის მდგომარეობა ყველგან დაძაბული, ძალიან რთული რჩება, ეს არის დაუნდობელი ომი ჩვენი ერის წინააღმდეგ, ჩვენი შვილების წინააღმდეგ. დღეის მდგომარეობით 143 დაღუპული ბავშის შესახებ არის ცნობილი, - განაცხადა ზელენსკიმ.  

მსგავსი სიახლეები