"ბოდიშს არ ვიხდი" - ჯო ბაიდენი პუტინის მისამართით ნათქვამ ფრაზაზე

29.03.22 12:10
"ბოდიშს არ ვიხდი" - ჯო ბაიდენი პუტინის მისამართით ნათქვამ ფრაზაზე

ჯო ბაიდენი უკან არ იხევს. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინის მისამართით ნათქვამი ფრაზისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. საუბარია პოლონეთში გაკეთებულ  განცხადებაზე, სადაც ბაიდენმა პუტინს "ყასაბი" უწოდა. 

ჯო ბაიდენმა საკუთარი განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა და დაამატა, რომ რუსეთის რეჟიმის შეცვლა არ მოუთხოვია. 

არც მაშინ და არც ახლა არ ვსაუბრობს პოლიტიკის ცვლილებაზე. მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რასაც ვგრძნობდი და ბოდიშს არ ვიხდი, - განაცხადა ბაიდენმა.