ოკუპანტებმა ნიკოლაევში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს

29.03.22 12:24
ოკუპანტებმა ნიკოლაევში  სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა  დაბომბეს

ოკუპანტებმა გამთეენიისას ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა  დაბომბეს. შენობის ნახევარი სრულად დანგრეულია. მაშველებმა ნანგრევებიდან  9 სამოქალაქო პირი ამოიყვანეს. ქალაქის მერის ცნობით, კიდევ ორ ჯარისკაცს ეძებენ.

ვიტალი კიმის თქმით, რუსებმა შენობაზე იერიში მიზანმიმართულად იმ დროს მიიტანეს, როდესაც იქ თანამშრომლები იმყოფებოდნენ. 

ქალაქის მერმა სოციალურ ქსელში დაბომბილი შენობის ფოტო გაავრცელა.