"საცხოვრებელი ფერფლად არის ქცეული" - ოკუპანტებმა უკრაინის პირველი პრემიერის სახლი დაბომბეს
ოკუპანტებმა უკრაინის პირველი პრემიერის სახლზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პრემიერ ვიტოლდა ფოკინას შვილიშვილი, მაშა ფოკინა წერს და სახლის სარდაფში მყოფი ოჯახის წევრების ფოტოებს აქვეყნებს.
ჩვენი სახლი რუსულმა რაკეტებმა იმსხვერპლა. რუსებო, ეს სპეცოპერაციაა? სამხედრო ობიექტია? დაცვას საჭიროებდა? იქ ჩემი ოჯახის ცხოვრობს! ჩვენი ძაღლი დაიღუპა, რომელიც სკამის ქვეშ დამალვას ცდილობდა, რომელზე ჯდომაც ჩემს ბებია და ბაბუას უყვარდათ...ძაღლი ნაწილებად გაიგლიჯა... მთელ სახლში რაკეტების ნამსხვრევებია...სახლს ფასადი და კარ-ფანჯრები აღარ აქვს. სარდაფი, რომელსაც ჩემი ოჯახი ერთი თვის განმავლობაში თავს აფარებდა, ფერფლად არის ქცეული, - წერს მაშა ფოკინა.