ჩერნიგოვში ოკუპანტებმა 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - ქალაქის მერი
ჩერნიგოვში ოკუპანტებმა 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას ქალაქის მერი ავრცელებს.
ჩვენს ქალაქში უკვე 350 ადამიანი დაიღუპა... ეს საბოლოო მონაცემები არ არის. ახლა ოლქის ჯანდაცვის მმართველობის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა. ვფიქრობ, რომ ეს რიცხვი დაახლოებით 400 იქნება, - განაცხადა ვლადისლავ ატროშენკომ.
ქალაქის მერის ინფორმაციით, ამ დროისათვის საავადმყოფოებში მკურნალობას 400-მდე დაშავებული გადის. მისივე ცნობით, კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების გამო, ჩერნიგოვის მოსახლეობა ელექტროენერგიის, გაზის და წყლის გარეშეა დარჩენილი.